ნორვეგიაში ხანძარმა 70-ზე მეტი სახლი გაანადგურა
ნორვეგიის ჩრდილოეთ რეგიონში, ქალაქ ჰასვაგში ხანძარმა 70-ზე მეტი სახლი გაანადგურა. მეხანძრეებმა ძლიერი ქარის გამო ცეცხლის ჩაქრობა დროულად ვერ შეძლეს, რის გამოც ცეცხლი მალევე მოედო ათობით საცხოვრებელ სახლს. სტიქიის დროს მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დაშავებულთა ან გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
სამართალდამცველთა ვარაუდით, ცეცხლი ელექტროგადამცემ ხაზებს გაუჩნდა, რის გამოც ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ძლიერი ქარი გახდა. ეს ნორვეგიაში მეორე მასშტაბური ხანძარი იყო ბოლო ორი კვირის განმავლობაში. 17 იანვარს ცეცხლი ისტორიულ სოფელ ლერდალსოირისში გაჩნდა.