ლარი 0.0132 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0132 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.7656 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.7524 ლარი ღირდა.
0.0380 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც და მისი ღირებულება 3.1766 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1386 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები