ირაკლი კობახიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს – კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატეანს შეხვდნენ.
მხარეებმა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმასა და პარლამენტის როლის გაძლიერებაზე. ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა.
„საქართველოს სტუმრობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლები. როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ისინი პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებენ. ჩვენ მათთან ძალიან კარგი თანამშრომლობა გვაკავშირებს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პარლამენტის გაძლიერებაზე, საპარლამენტო კონტროლის და ზედამხედველობის გაძლიერებაზე. ისინი დეტალურად არიან საქმის კურსში იმ რეფორმების შესახებ, რომელსაც ვახორციელებთ და მათგან დიდი მხარდაჭერა გვაქვს. კარგი შეხვედრა იყო და ვფიქრობ, რომ მოგვიანებით, იმ საინფორმაციო დოკუმენტშიც აისახება, რომელსაც მომხსენებლები გამოაქვეყნებენ”,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები