პოლიცია, გაუჩინარებულ მოსწავლე გოგონას ეძებს

პოლიცია, სკოლის მოსწავლე გოგონას ეძებს, – ამის შესახებ “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, გოგონას გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონიდან შევიდა.
ამასთან, ცნობილია, რომ ბავშვი სახლიდან დილით გავიდა და სკოლაში არ მისულა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეს, ელენეს ეძებენ.
ვაქვეყნებთ პოსტს და თუ ვინმემ იცის რამე ამ გოგონაზე, დარეკეთ მითითებულ ნომერზე:
“დაიკარგა ბავშვი, დღეს 9-ის ნახევარზე გავიდა სახლიდან, თუ ვინმემ შეამჩნიოთ გთხოვთ დამიკავშირდეთ 577337616. გთხოვთ გაავრცელოთ!!!”-აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები