ქუცნაშვილი “ნაცმოძრაობაზე”: იმდენად აგრესიულები არიან, რომ უნდათ ქართველი ხალხის გაბრაზება, “ქართულ ოცნებაზე”

მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ “ქართული ოცნების’’ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა თვითკრიტიკული და ამავდრულად ობიექტური იყო.
როგორც ქუცნაშვილმა “ტვპირველის” თოქშოუში “დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში” განაცხადა, ბიძინა ივანიშვილი თავის თავს და ხელისუფლებას მიიჩნევს პასუხისმგებლად იმაში, რომ წარმოიშვა “ნაციონალური მოძრაობის’’ რეანიმირების შანსი.
“ის თავის თავს და ჩვენს ხელისუფლებას მიიჩნევს პასუხისმგებლად იმაში, რომ წარმოიშვა “ნაციონალური მოძრაობის’’ რეანიმირების შანსი, და ამიტომაც არის მისი გამოსვლა თვითკრიტიკული და აქედან გამომდინარე ობიექტური.
საპრეზიდენტო არჩევნებს არანაირი გავლენა არ აქვს პოლიტიკური ხელისუფლების ბედზე და ნორმალურ ქვეყანაში და გამართულ დემოკრატიაში, როგორ შეიძლება იმ არჩევნებზე ნერვიულობდე რომელიც გავლენას არ ახდენს ვერცერთ ხელისუფლების განშტოებაზე.
მეორე ტურისათვის კანდიდატის ვინაობამ აქტუალურობა დაკარგა, დღეს გაჩნდა საფრთხე იმისათვის რომ ყველა ვხედავთ, “ნაციონალურმა მოძრაობამ” მიიღო ის, რაც უნდოდა, მაგრამ იმდენად თავხედები და აგრესიულები არიან, რომ მათ უნდათ ქართველი ხალხის გაბრაზება, “ქართულ ოცნებაზე” თავის პოპულარობა და თავის გარდასახვა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები