ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

ავლაბარში, მეტეხის ქუჩაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, სახლი წლებია ავარიულია. მათივე თქმით, ამავე შენობის ნაწილი ორი დღის წინაც ჩამოინგრა.
ადგილზე, ამ დროისთვის, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. დაზარალებული სამი ოჯახი რაიონის გამგეობამ დროებით საცხოვრებელში მოათავსა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები