გრიგოლ ვაშაძე: პატრიარქთან შეხვედრაზე, ვისაუბრეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში

“ვისაუბრებთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ, დემოკრატიულ გარემოში”, – ამის შესახებ ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგენლებმა საქართველოში ერთპარტიული მმართველობის წინააღმდეგ პატრიარქს საკუთარი გეგმა გააცნეს.
„უწმინდესმა მიგვიღო. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენთვის მისი ყველი სიტყვა მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, ვისაუბრეთ იმ გამარჯვებაზე, რომელიც მთელმა საზოგადოებამ, ერმა და ბერმა მოიპოვა. რაც შეეხება იმ ბოდვით „კანონპროექტს“, რომელიც ე.წ. ხელისუფლებას ჰქონდა, რომელიც საქართველოს ნარკოპლანტაციად გადაქცევას ითვალისწინებდა და ჩვენს ხელისუფლებას კიდევ ნარკორეალიზატორად გადააქცევდა, ეს ბრძოლა გასაგრძელებელია. ერთი წუთით არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რადგან არ არსებობს ოლიგარქი, რომელიც 500%-იან მოგებაზე, როგორც თვითონ ამბობს, უარს იტყვის. პატრიარქის თხოვნა და ვერდიქტი იყო, რომ საქართველოში ოპოზიცია არასოდეს აღარ უნდა იყოს განდევნის ობიექტი, დატერორებისა და დევნის საგანი და როგორც ყველა ნორმალურ, დემოკრატიულ ჩვენს მოკავშირე ქვეყანაში, უნდა გადაიქცეს ხელისუფლების ნაწილად, რომელიც აკრიტიკებს, რჩევებს აძლევს და აკონტროლებს ხელისუფლებას.
გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმაზე, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური უნდა ჩატარდეს მშვიდ, ცივილიზებულ დემოკრატიულ გარემოში, სადაც არ ექნება ადგილი არც სიტყვიერ შეურაცხყოფას, არც ფიზიკურ დაპირისპირებებსა და არც ისეთ ამაზრზენ ინციდენტებს, რომელიც კასპში, მარნეულსა და ახალქალაქში მოხდა. ინციდენტი ახლა ვაზისუბანშიც მოხდა.
უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს იმისთვის, რომ საქართველოში დაინგრეს მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი წელიწადია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას. დეტალურად ვუამბეთ ამ გეგმებზე. ჩვენი ინიციატივით იყო ეს შეხვედრა და უღრმესი მადლობა უწმინდესს, რომ ვთხოვეთ შეხვედრა გუშინ საღამოს და მიუხედავად თავისი გრაფიკისა, დრო გამონახა“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მოძრაობის – „ძალა ერთობაშია“ წარმომადგნლებთან, გიორგი ვაშაძესთან და ნიკა რურუასთან ერთად შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები