გომი-აგარის მონაკვეთზე მამაკაცს მატარებელი დაეჯახა – მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, დღეს დილით გომი-აგარის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, მას მატარებელი დაეჯახა, მოქალაქე ადგილზევე გარდაიცვალა.
​საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
“დღეს დილით, დაახლოებით 9 საათსა და 30 წუთზე, გომი-აგარის გადასარბენზე მამაკაცი ლიანდაგზე გადადიოდა, რომელსაც ქუთაისიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებელი დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავი ორგანოები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. საქართველოს რკინიგზა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. მომხდარის გამო, შეყოვნდება ბორჯომი-თბილისის (N685) მიმართულებით მოძრავი მატარებელი, რის გამოც საქართველოს რკინიგზა მგზავრებს ბოდიშს უხდის”,- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები