პრემიერმა, გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის გამო მწუხარება გამოთქვა. როგორც მან განაცხადა, დამნაშავე სრული სიმკაცრით აგებს პასუხს.
“რამდენიმე დღის წინ, მთელი საქართველო შეძრა უმძიმესმა ფაქტმა, როდესაც გორში 8 წლის ბავშვი გახდა შემზარავი ძალადობის მსხვერპლი. დამნაშავე მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.
აქვე მინდა უდიდესი მწუხარება გამოვთქვა ტრაგედიის გამო, რომელიც ქედაში, სოფელ დოლოგანში დატრიალდა.
გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს, დაკავებულია 3 პირი. თუ დადგინდა, რომ დარღვეულია უსაფრთხოების წესები, ყველა მათგანი უმკაცრესად აგებს პასუხს კანონის წინაშე.
​გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ბავშვების ოჯახებს და მათ ახლობლებს. ასეთი შემზარავი ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები