მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით კობახიძე და გახარია საპატრიარქოში იმყოფებიან

მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე და შს მინისტრი, გიორგი გახარია საპატრიარქოში იმყოფებიან. ისინი აღნიშნულ თემაზე, სასულიერო პირებს ხვდებიან.
შეხვედრის დაწყებამდე მათ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის, კანონპროექტის განხილვა პარლამენტში შეჩერებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები