კახა კალაძე სპილო გრანდზე: ყველა ვიმედოვნებთ, რომ მართლა წარმატებით ჩაივლის ეს ოპერაცია

დედაქალაქის მერი, კახა კალაძე იმედოვნებს, რომ ოპერაცია, რომელიც თბილისის ზოოპარკის ერთ-ერთ ბინადარს, სპილო გრანდს უტარდება, წარმატებით დასრულდება.
შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
“ასევე მინდა შევეხო ერთ თემას, რომლითაც მსოფლიო მედიაა დაინტერესებული, სპილო გრანდს, რომელიც თბილისის ზოოპარკმა ერევნის ზოოპარკიდან 2014 წელს ჩამოიყვანა უტარდება ეშვის ამოღების ოპერაცია, ეს არის საკმაოდ რთული ოპერაცია და დაკავშირებულია დიდ რისკთან, ამ ოპერაციას მას უტარებენ სამხრეთ აფრიკიდან ჩამოსული ვეტექიმები. ასევე საგულისხმოა, რომ ამ პროცესს იღებს “ბიბისი”, დოკუმენტურ ფილმს აკეთებენ. ჩვენ ყველა ვიმედოვნებთ, რომ მართლა წარმატებით ჩაივლის ეს ოპერაცია და მინდა წარმატებები ვუსურვო იმ ვეტექიმებს, რომლებიც ამ ოპერაციას ახორციელებენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი მშვიდობით და კარგად დასრულდება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები