ზაალ ანჯაფარიძე: სჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ის ინტერვიუები არ მიეცა

სჯობდა, ბიძინა ივანიშვილს ის ინტერვიუები არ მიეცა, – ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის ინტერვიუებმა ამომრჩევლის განწყობა მნიშვნელოვნად განაპირობა.
„თუ მან გადაწყვიტა ინტერვიუს მიცემა, მაშინ ის სათანადოდ უნდა მომზადებულიყო ამ ინტერვიუსთვის, არ დაეშვა ის შეცდომები, რაც დაუშვა.
ამ ორმა ინტერვიუმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ამომრჩევლის განწყობა, როცა მან დაიწყო ისეთი ადამიანების დაცვა, რომელთა რეპუტაციაც საზოგადოებაში როგორიცაა, მოგეხსენებათ. ის ადვოკატად დაუდგა „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნებს, რომელთა სასახლეებიც იყო გამოფენილი „რუსთავი 2-ის“ რეპორტაჟებში, შეიძლება, „რუსთავი 2-მა“ სიტუაცია გაამუქა, მაგრამ, მას შეეძლო, ეს ყველაფერი სხვა ფორმით მიეწოდებინა აუდიტორიისთვის და არა იმ ფორმით, რომელმაც აუდიტორიაში უფრო ნეგატიური რეაქციები გამოიწვია, ვიდრე პოზიტიური“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
შეგახსნებეთ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ორჯერ შეხვდა.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს – ცესკომ 3 705 საარჩევნო უბნიდან 3693+ 11 უბანი დათვალა. ბოლო შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 38,64% (615 610 ხმა), ხოლო “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ – 37,74 % (601 186 ხმა) მიიღო.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები