ლევან იზორია: ხმა მივეცი საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობას
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი არჩევანი ვაკის მეორე ოლქის მეორე საარჩევნო უბანზე დააფიქსირა. მისი თქმით, მან ხმა საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობას მისცა.
„ქვეყნის მთავარსარდლის არჩევნებში ხმა მივეცი იმ კანდიდატს, რომელთან ერთადაც უფრო დავუახლოვდებით ნატო-ს, უფრო მეტი გაკეთდება სამხედრო მოსამსახურეთა და მათი ოჯახების პირობების გასაუმჯობესებლად, საქართველოს თითოეული მოქალაქის დაცულობის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ლევან იზორიამ.