ბათუმში საცხოვრებელი კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, დღეს დილით ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდნილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისულ ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
რა გახდა უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება, სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები