თბილისიდან გატაცებული ბიზნესმენის შვილი სპეცოპერაციის შედეგად გათავისუფლდა

0

თბილისიდან, ჭავჭავაძის გამზირიდან ერთ-ერთი ბიზნესმენის შვილი გაიტაცეს. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 25 წლის მამაკაცს თავს შეიარაღებული დაჯგუფების წევრები დაესხნენ. ისინი გამოსასყიდის სახით 3 მილიონს ითხოვდნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს.
გატაცებული 25 წლის გიორგი დეკანოიძეა, რომელიც ბიზნესმენ ამირან დეკანოიძის შვილია.
ბიზნესმენი რესტორნებსა და ბენზინგასამართ სადგურს ფლობს.
“რუსთავი 2” -ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში ჩატარდა. სამართალდამცველებმა შეიარაღებული დაჯგუფების წევრები უკვე დააკავეს.
ვრცელდება კიდევ ერთი ინფორმაცია, რომ გატაცებული მამაკაცს გადაყვანას ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდნენ, თუმცა ეს ვერ შეძლეს.
გამოძიება საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით მიმდინარეობს, სავარაუდოდ აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შს სამინისტროში განცხადება გაკეთდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 20.00 საათზე შს სამინისტროში სპეციალური ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი