ნუკრი ქანთარია: ვერ მოახერხეს, რაც უნდოდათ და იძულებულნი გახდნენ, გადაედოთ აქცია, რადგან მათი მიზნები, მიუღწეველი დარჩება
„ვერ მოახერხეს, ბუნებრივია, იმის მიღწევა, რაც უნდოდათ-რომ გამოეწვიათ გაღიზიანება, აღშფოთება” – ამ სიტყვებით ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი ნუკრი ქანთარია “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც რუსთაველის გამზირზე 19-20-21 ოქტომბეს უნდა გამართულიყო და არ შედგა.
როგორც ნუკრი ქანთარია აცხადებს, “ნაციონალური მოძრაობა” მხოლოდ ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ს უყურებს, გარეთ კი სხვა რეალობაა.
სწორედ ამიტომ, ქანთარიას ინფორმაციით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” აქციის გამართვა გადაიფიქრა.
„ვერ მოახერხეს, ბუნებრივია, იმის მიღწევა, რაც უნდოდათ- რომ გამოეწვიათ გაღიზიანება , აღშფოთება. ეს „სერიალები“ რისთვისაც უნდოდათ, რომ აღშფოთება გამოეწვიათ ხალხში ისეთი სიმრავლით „დააყარეს“ და ისე უჭკუოდ დადგეს ყველაფერი, რომ ბუნებრივია, ხალხის აღქმა იყო აბსოლუტურად გაურკვეველი და ამიტომ, გაურკვეველი დარჩა მათი აქციაც და ამიტომ, „ააფრინე ალალიო, რაც არ არი-არ არიო„ -დაახლოებით ეგ არი მაგათი მეცადინეობა, რომელიც ამაოდ დაშვრა, და ბუნებრივიც იყო, იმიტომ რომ, გარეთ ეტყობა არ იხედებიან ესენი, მარტო “რუსთავი 2”-ში სხედან და იქიდან ღებულობენ ცხოვრებისეულ აღქმასაც და გამოცდილებასაც. ცოტა ფართოდ უნდა გაახილონ დახუჭული თვალები, რომ რეალობაც დაინახონ. თუმცა ვამბობ, რომ რაც არის იმ ჩანაწერებში, გამოძიებამ აუცილებლად უნდა სწრაფ ტემპებში გასცეს კითხვებზე პასუხი. ეს არ ნიშნავს რომ რახან ესენი არიან, საერთოდ მივაყურადოთ ეს ამბავი. ის რომ მათ რაც უნდოდათ, ეს ყველაფერი იმდენად ხელოვნური და იმდენად ზედაპირზე იდო, რომ ამ ეტაპისთვის, იძულებულნი გახდნენ, რომ გადაედოთ ეს აქცია, რადგან მათი მიზნები, ბუნებრივია, მიუღწეველი დარჩება” – აცხადებს ნუკრი ქანთარია.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” რუსთაველის გამზირზე 19-20-21 ოქტომბერს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმნავდა, თუმცა დღეს გახდა ცნობილი, რომ აქცია აღარ გაიმართება.
გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, 19-20-21 ოქტომბერს სამეგრელოში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა დაიგეგმა.