გოგა ხაინდრავა: 9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენებისას სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი დახმარებას მიწევდა

„9 აპრილზე გადაღებული ფილმის საფრანგეთში ჩვენების დროს დიდ დახმარებას მიწევდა სალომე ზურაბიშვილი და მისი ოჯახი“, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
„მე ვარ ავტორი 9 აპრილის ფილმის, იმ კადრების, რომელმაც სხვათა შორის საქართველო გადაარჩინა ბოროტ მანქანას, საბჭოთა მანქანას, რომელიც ჩადიოდა იმას, რასაც ჩადიოდა. რაღაცნაირად ისე ამეწყო, რომ ყველა ფილმები არის ამასთან დაკავშირებით. ახლაც, შაბათს იქნება ჩემი ფილმი „იმედზე”, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი საქმე, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებამ ჩაიდინა. ამას „ალქაჯებზე ნადირობა” ჰქვია. 9 აპრილს ეს მასალები, მე მაშინ ინგლისელი ჟურნალისტების დახმარებით გავიტანე საფრანგეთში და გავაკეთე ფილმი, რომელიც მერე მთელმა მსოფლიომ ნახა.ზუსტად იმ დროს ემიგრაცია და სალომე ზურაბიშვილის ოჯახი მეხმარებოდა. მე უქონარი კაცი ვიყავი”, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები