ირაკლი მეზურნიშვილი აკააშ მაჰარაჯის შეხვდა

0

საქართველოს პარლამენტის კანადასთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი მეზურნიშვილი საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის თავმჯდომარეს, აკააშ მაჰარაჯის შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ის პროცესი, რაც საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულ საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად უნდა გაიაროს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორუფცია არის დიდი გამოწვევა, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ის ამცირებს და აჩერებს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ამიტომ მის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება.
„მე ვფიქრობ, ამ ორგანიზაციასთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობა საინტერესო და მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ მიზნად დავსახეთ, რომ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს და გაჩნდეს ამ ორგანიზაციის რუკაზე, სადაც 62 წარმატებული ქვეყანაა გაწევრიანებული“, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
სტუმარმა შეხვედრაზე თავისი მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და გამოთქვა მზადყოფნა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის ფორმატიდან გამომდინარე, შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს საქართველოს.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს პარლამენტის კანადასთან მეგობრობის ჯგუფის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი