პრემიერი ფარულ ჩანაწერებზე: ის, რაც ახლა ხდება, წარსულს უნდა ჩაბარდეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, ტელევიზიებში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ის, რაც ახლა ხდება, წარსულს უნდა ჩაბარდეს.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც არჩევნების დღე, მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდება.
„წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის, რასაც ყველანი ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას. ეს არ შეეფერება იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არ არის ევროპული ტიპის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს პიროვნული შეტევები, სრულიად დაუსაბუთებელი შეურაცხყოფები და ა.შ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რომელიც ოპოზიციის ნაწილსაც ამოძრავებს. ჩვენ გვსურს საქართველოში ინსტიტუციების მშენებლობა და პოლიტიკის რეპერსონიფიკაცია. ნუ ექნებათ ამის ილუზია, ისინი ვერ შემოიტანენ საზოგადოებაში დისონანსს. წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც არჩევნების დღე, ჩატარდება მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში“, – აღნიშნა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები