მამუკა ბახტაძე: ეს არ არის ევროპული ტიპის სააარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს
“ეს არ არის ევროპული ტიპის სააარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოში არჩევნები ჩაივლის მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში.
მისივე თქმით, ნუ ექნება ბევრ ოპოზიციონერს იმის ილუზია, რომ საზოგადოებაში დისონანსს შემოიტანენ.
„წარსულს უნდა ჩავაბაროთ ის, რასაც ყველანი ვხედავთ. ეს არ არის ის, რაც სურს ქართულ საზოგადოებას. ეს არ შეეფერება იმ მიზნებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს არ არის ევროპული ტიპის სააარჩევნო კამპანია, რომელსაც ბევრი ოპოზიციონერი აწარმოებს. ეს პიროვნული შეტევები, სრულიად დაუსაბუთებელი შეურაცხყოფები და ა.შ. ჩვენ გვაქვს საკმაოდ სერიოზული აცდენა იმ ფასეულობებთან, რომელიც ოპოზიციის ნაწილსაც ამოძრავებს. ჩვენ გვსურს საქართველოში ინსტიტუციების მშენებლობა და პოლიტიკის რეპერსონიფიკაცია. ნუ ექნებათ ამის ილუზია, ისინი ვერ შემოიტანენ საზოგადოებაში დისონანსს. წინასაარჩევნო პერიოდი, ისევე როგორც არჩევნების დღე, ჩატარდება მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში“, – აღნიშნა ბახტაძემ.