მირზა სუბელიანი გამოქვეყნებულ ახალ ჩანაწერებში აცხადებს, რომ ფულის სანაცვლოდ “ნაცმოძრაობა” მას “საჩვენო” ინფორმაციებს სთხოვდა

პროკურატურამ ბრალდებულ მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა. უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროვოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მირზა სუბელიანი – „სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძესგან…ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ“
მირზა სუბელიანი: …ესენი ბოლომდე მიაწვებიან, გინდა გითხრა რატომ? იმიტომ რომ სარალიძე ამათ აწვებათ… სარალიძეს ფულები აქვს აღებული უდესიანისგან, კეზერასგან, ნაკაიძისგან, ეს გამოყ…. ნაცებმა ბოლომდე მიიბეს და ჩემთან 5 სხვადასხვა არხით გამოვიდნენ. საყვარელიძე, ვინ აღარ იყო, გვარამიასთან უნდოდათ კონტაქტი, შემომითვალეს მირზამ კუში თქვას, საჩვენო ინფორმაცია მოგვცეს, თუნდაც ტყუილი და ციხიდან მეორე დღესვე გამოვაგდებთ, ვალში არ დავრჩებითო. შენ ხო იცი რასაც ნიშნავს, ძმაო, ეს?! ისიც ხომ იცი, რომ სარალიძის თემა არაა მინელებული?

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები