მაკა ბოჭორიშვილი: მეტ-ნაკლებად ეს შანტაჟის მექანიზმები ცვდება, აღარც აქტუალური აღარ არის – ყველა ხვდება, რომ სადღაც საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას
მეტ-ნაკლებად ეს შანტაჟის მექანიზმები ცვდება, აღარც აქტუალური აღარ არის. ყველა ხვდება, რომ სადღაც საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„გაუგონარი ზეწოლის ქვეშ იყო ეუთო/ოდირი მაშინ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდნენ არჩევნებზე დასაკვირვებლად და ამზადებდნენ დასკვნას. გახსოვთ ალბათ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და რამხელა წინააღმდეგობა შეხვდა პია კაუმას. მეტ-ნაკლებად ეს შანტაჟის მექანიზმები ცვდება, აღარც აქტუალური აღარ არის. ყველა ხვდება, რომ სადღაც საჭიროა გადაიდგას ნაბიჯები იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები დაუბრუნდეს ნორმალურ ვითარებას. იმ ძალების, რომლებიც ასე აქტიურად იბრძვიან იმისთვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები იყოს მაქსიმალურად გაფუჭებული, განსაკუთრებით, როდესაც დასავლეთთან ურთიერთობაზეა საუბარი, წარუმატებლობას ვხედავთ, მაგრამ უფრო მეტად ვნახავთ, რადგან აუცილებლობა და საჭიროება ამის [ურთიერთობების გამოსწორების] არის და ყველა ამას დაინახავს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.