მარნეულში, ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა

0

მარნეულში, 30 წლამდე ასაკის მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი რკინიგზის რელსებზე იჯდა, მიუხედავად მემანქანის ხმოვანი სიგნალისა, ის რელსებიდან არ გადავიდა, რა დროსაც მატარებელი დაეჯახა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი