სალომე ზურაბიშვილი: სიძულვილის ენა მშვიდობიან გარემოში კამპანიის ჩატარებას შეუძლებელს ხდის

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც საარჩევნო გარემო შეაფასა და იმ ხელისშემშლელ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელიც, მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხდება.
„იმ ადგილებში, სადაც კამპანია ჩავატარე: მარნეულში, რუსთავში, ლაგოდეხში, თელავში და ა.შ., თითქმის ყველა შეხვედრაზე 4-5 ადამიანი მაინც იყო, რომლებიც არ მაძლევდნენ საშუალებას რომ კამპანია ჩამეტარებინა. ამის ფონზე კი მედიაში გაშუქება ხდებოდა ისე, რომ ამ ინციდენტებს აშუქებენ და არა იმ მესიჯებს, რისი მიწოდებაც მე საზოგადოებისთვის მინდა“, – განაცხდა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ხელმძღვანელის, ნიკა გვარამიას განცხადებასაც გამოეხმაურა, ასევე, 9 ოქტომბერს, „ტვ პირველის” ეთერში გასული სიუჟეტი გაიხსენა, სადაც მას კვერცხების სროლით ემუქრებოდნენ.
„ეს ყველაფერი იყო მოწოდება, 9 ოქტომბერს, გამოვიდა ერთი ადამიანი და თქვა: უნდა გამოჭრა ყელი და ჩაძაღლდებაო, ეს არის შედეგი სიძულვილის ენის, რომელიც არის მიუღებელი მშვიდობიან გარემოში კამპანიის ჩატარებისა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. ვაფრთხილებ ყველას, რადგან მსგავსი მუქარები არავინ იცის როგორ დამთავრდება. ყველას მოვუწოდებ დაწყნარებისკენ, დაპირისპირება კარგს არაფერს მოგვიტანს. მინდა, რომ არჩვენები მშვიდობიან გარემოში ჩავატაროთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები