მამუკა მდინარაძე: “ნაცმოძრაობას” და მის ლიდერს არანაირი უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე

“ნაციონალურ მოძრაობას” და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, მამუკა ბახტაძე არის ძალიან ადეკვატური და ბოდიში მამუკასთან, რომ საერთოდ შედარებას ვაკეთებ, არ შეიძლება ასეთი რაღაცის გაკეთება წესით იმიტომ, რომ მამუკა ბახტაძე გამოდიოდა გაეროს ტრიბუნაზე და მას ჰქონდა ძალიან შთამბეჭდავი გამოსვლა. მან ილაპარაკა ოკუპაციაზე მთელი სიმძაფრით და მისი გამოსვლა საერთაშორისო პარტნიორების მიერ მოწონებულ იქნა. გამოსვლაში იყო ყველა საჭირო მესიჯი, რაც ქვეყნის ინტერესებში ჯდებოდა. ქართულად რომ იყო ეს გამოსვლა, ესეც ძალიან კარგი. რაც შეეხება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობას, მან ისაუბრა ქართულ კულტურაზე. ეს იყო ის პლატფორმა, სადაც კულტურაზე უნდა ესაუბრა პრემიერ-მინისტრს ძირითადად. მიუხედავად ამისა მან ასევე ისაუბრა სუვერენიტეტზე, ქვეყნის მთლიანობაზე და მე ვფიქრობ რომ შედარება, გაკიცხვა სააკაშვილის მხრიდან მისი არის ამაზრზენი საქციელი ადამიანის მხრიდან, რომელიც პრაქტიკულად შემოუძღვა რუსულ ჯარს საქართველოში. „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ლიდერს არანაირი მორალური უფლება არ აქვთ ილაპარაკონ ომზე და მის შედეგებზე”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები