ადვოკატი: ლევან ყიფიანთან ოთარ ფარცხალაძეს აქვს ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა

“ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს მეგობრული ურთიერთობა. ეს დამალული არაა. მე გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი მეგობრული ურთიერთობა”, – ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზადაა “ომეგა ჯგუფის” საქმეზე, დაინტერესების შემთხვევაში, გამოძიების ნებისმიერ კითხვას უპასუხოს.
“ბატონ ლევან ყიფიანთან ოთარს აქვს ნორმალური, მეგობრული ურთიერთობა. შესაბამისად, ეს არ არის დამალული, ამიტომ გიდასტურებთ, რომ მათ აქვთ საქმიანი, მეგობრული, ნორმალური ურთიერთობა. სახლში ნამყოფია თუ არა, ეს ნამდვილად არ ვიცი, თუმცა, ფაქტია ის, რომ მათ მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ისინი ერთმანეთთან ნორმალურ, მეგობრულ ურთიერთობაში იმყოფებიან”, – განაცხადა მოსიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები