ზაზა გაბუნიამ დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ საჯარო ლექცია გამართა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია კავკასიის უნივერსიტეტის საჯარო მართვის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა საქართველოში და მისი შედეგები” გამართა.

„თვითმმართველობის, რეგიონული საკითხების და დეცენტრალიზაციის რეფორმის თაობაზე სტუდენტებთან საინტერესო შეხვედრა გაიმართა. ახალგაზრდებს თვითმმართველობის საფუძვლებზე და მის ისტორიაზე, ასევე მიმდინარე დინამიურ პროცესზე, რომელიც პირველ რიგში დეცენტრალიზაციის რეფორმაში გამოიხატება ინფორმაცია გავაცანი და ამ კუთხით, საკანონმდებლო პროცესებზე ვესაუბრე. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო რეფორმის შინაარსს და იმ ძირითად ასპექტებს, რომელმაც განვითარება უნდა მოუტანოს ჩვენს რეგიონებს და თვითმმართველ ერთეულებს”, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულად, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები