ზუგდიდში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარში ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი მძიმედ დაშავდა. ,,ფოლკსვაგენის” მარკის ავტომანქანა მოზარდს მაშინ დაეჯახა, როცა გზას კვეთდა.
როგორც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში აცხადებენ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ბიჭი იქ უკვე გარდაცვლილი მიიყვანა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები