ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირველად საერთაშორისო ეკოხელოვნების ფესტივალი – „ბაღდათის ზეცა“ გაიმართება

 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრის ჩათვლით ბაღდათის მუნიციპალიტეტში პირველად საერთაშორისო ეკოხელოვნების ფესტივალი „ბაღდათის ზეცა“ გაიმართება. 5 მუნიციპალიტეტს ფესტივალის ფარგლებში მხატვრები, მოქანდაკეები და მწერლები, გერმანიიდან, რუსეთიდან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან ეწვევიან.
ერთი კვირის განმავლობაში ბაღდათში სხვადასხვა ლოკაციაზე ხეზე და ქვაზე კვეთა, თიხის დამუშავება, კედლის მოხატვა და ლიტერატურული საღამოები გაიმართება. საერთაშორისო ფესტივალის საორგანიზაციო საკითხებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ გოგსაძე, ღონისძიებების ორგანიზატორებთან ერთად დეტალურად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები