დავით კენჭიაშვილის კონცერტი გაიმართება

7 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მომღერალი დავით კენჭიაშვილი თბილისის საკონცერტო დარბაზში ძველი და ახალი რეპერტუარით მსმენელის წინაშე წარდგება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, პროგრამას ჰქვია „ქარი მინდა და მხოლოდ მინდორი“, რომელიც ეთნო-ფოლკის და ახალი მუსიკალური მიმდინარეობების სინთეზს მოიცავს.
კონცერტში მონაწილეობას მიიღებს დავით კენჭიაშვილის აღსაზღდელთა გუნდი „თაობა“, რომელიც არსებობიდან დღემდე, არაერთი მუსიკალური ჯილდოს მფლობელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები