ბათუმში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ავტობუსი შეეჯახა. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები ბათუმის რესპუბლიკურ და რეფერალურ საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები