მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“
“ცხელი ხაზით მიღებული ბოლო ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო ცხინვალის წარმომადგენელმა ეგორ კოჩიევმა განაცხადა, რომ უკანონოდ დაკავებულ მაია ოთინაშვილს დე ფაქტო პროკურატურამ 10-დღიანი ე.წ. წინასწარი პატიმრობა „შეუფარდა“ – ამის შესახებ “კვირას” საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან არაერთხელ გააქტიურდა ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად”, -განუცხადეს “კვირას” სუს-ში.