“პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ყველა პირი გამოძიებას ჩვენებას მისცემს”
„გამოქვეყნებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით, პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება, შესაბამისად, ყველა პირი გამოძიებას ჩვენებას მისცემს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მედიის წარმომადგენლებმა გუშინ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით, მამუკა ბახტაძეს კითხვები დაუსვეს, სპორტის ყოფილ მინისტრ ლევან ყიფიანთან და მმართველი გუნდის ლიდერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით.
„ის აუდიოჩანაწერი ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია. რაც შეეხება ლევან ყიფიანთან დაკავშირებით, პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად გამოძიების პროცესში ყველა პირი დაიკითხება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.