ია მეტრეველი: ბატონო პაატა, არ მახსენდება თქვენი, ჩემდამი ასეთი სოლიდარობა და დამწუხრება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი მსოფლიო ბანს პაატა ბურჭულაძეს მიმართავს და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.

„ბატონ ბურჭულაძეს მინდა შევეხმიანო, გუშინ, მის მიერ გამოჩენილ გულისხმიერებაზე,ძალიან დამწუხრებული სახით რომ ჩამოჯდა სალარიძის გვერდით. ბატონო პაატა არ მახსენდება თქვენი, ჩემდამი ასეთი სოლიდარობა და დამწუხრება. ჩემი პატარა, ერთადერთი, უდანაშაულო, სახელმწიფოს მიერ დახვრეტილი ბიჭის მიმართ. არა მარტო ჩემი, არც ირინას და არცერთი, მიშას რეჟიმის მიერ, გაუბედურებული ოჯახების მიმართ. საერთოთ ხმაც კი არ ამოგიღიათ იმ 9 წლიანი ჯოჯოხეთის პერიოდში, მიმდინარე უბედურებებზე. მაშინ არ იყავით ასეთი გულჩვილი? სამწუხაროა, თუმცა ყველას ლუსტრირება მოხდა“, – წერს ია მეტრეველი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ აქცია გამართა. პაატა ბურჭულაძემ  მას სოლიდარობა გამოუცხადა და  ზაზა სარალიძის გვერდით, კიბეზე ჩამოჯდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები