სამგორის მაჟორიტარი: ჩვენი ამოცანა დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა

ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა დედაქალაში სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგებაა,-ამის შესახებ სამგორის მაჟორიტარი გიორგი დოხტურიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დოხტურიშვილი მიიჩნევს, რომ ტაქსები სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და გარკვეული სახის რეგულაციები მნიშვნელოვანი და დროული ნაბიჯია, როგორც მოქალაქეებისათვის, ასევე, იმ ადამიანებისათვის, რომელთა შემოსავლის ძირითადი წყარო ტაქსის სერვისით მომსახურებაა.
“ტაქსების რეგისტრაცია გრძელდება და ამ ეტაპზე უკვე 6200-ზე მეტი ნებართვაა გაცემული.
ლიცენზირებული ტაქსები – ეს არის უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება და მეტი შემოსავალი მძღოლებისათვის, რომლებიც ავტომობილებზე განათავსებენ რეკლამას. აღსანიშნავია, რომ მერია დაამზადებს და მძღოლებს უსასყიდლოდ გადასცემს ტაქსის მანათობელ ნიშნებს. გარდა ამისა, ლიცენზირებული ტაქსებისათვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური, უფასო საპარკინგე ადგილები,- წერს გიორგი დოხტურიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები