შოთა გლურჯიძე: სალომე ზურაბიშვილის დევნა საქართველოს სირცხვილია

მხატვარი შოთა გლურჯიძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია ხორციელდება.
“სამარცხვინოა ის ცილიწამება და დევნა რასაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიმართ აქვს ადგილი. შეიძლება მოგწონდეს, მხარს უჭერდე ამ ქალბატონს, ან არ უჭერდე, ან არ მოგწონდეს საპრეზიდენტოდ, მაგრამ ეს ნაკადი სიბინძურისა და ცილისწამებისა ყოვლად მიუღებელი და ამაზრზენია, თან ადამიანის მიმართ, რომელიც თავისი ბედით და ბიოგრაფიით განასახიერებს იმ ჩვენს დიასპორას, რომელმაც დევნილობაში შეინარჩუნა ქართული სული და გულში სამშობლო. სალომეს დევნა საქართველოს სირცხვილია!”, – წერს შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები