მამაკაცს, რომელიც საკუთარ დედას 80 ლარს სძალავდა და მოკვლით ემუქრებოდა, პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ იქნა ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დედის მიმართ განხორციელებულ იძულების ფაქტზე ბრალდებული ხ.ბ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს, ხ.ბ. სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით დედამისს ნ.გ-ს აიძულებდა, საკუთარი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ მისთვის 80 ლარი მიეცა.
სამართალდამცველებმა ხ.ბ. 2018 წლის 19 ივლისს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111’150-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განხორციელებული იძულება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ხ.ბ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მას ასევე დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით“,-აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები