დაპირისპირება პარლამენტში-ხელი აუქნიე ბებიაშენს, ხმას დაუწიე იდიოტო (ვიდეო)
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მათ შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ გამოიწვია.
კერძოდ, ზაზა პაპუაშვილი დაინტერესდა, კომისიამ რა ახალი გარემოება გამოავლინა და რა შესძინეს საქმეს სამ თვის განმავლობაში.
„ვერაფერი. ან რა მორალური უფლება გაქვთ მანდ რომ ზიხართ და ლაპარაკობთ რაღაცებს. ან კომისიის წევრობა და ხელმძღვანელობა რათ გინდათ, წარმოდგენა არ მაქვს. ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო, ხმას დაუწიე, როცა ვლაპარაკობ, იდიოტო შენა,“ – მიმართა ზაზა პაპუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წევრებს.
ამის შემდეგ პარლამენტში ზაზა პაპუაშვილს, ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაშიც სხვა დეპუტატები ჩაერთნენ.
დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სიმშვიდისა და საკითხის განხილვისკენ მოუწოდა. დაუმორჩილებლობის გამო კი პარლამენტის თავმჯდომარემ 5 წუთიანი შესვენება გამოაცხადა. სიტუაციის განსამუხტად მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო.