შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაული ხდება

შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა ადმინისტრაციულის ნაცვლად, სისხლის სამართლის დანაშაული იქნება. შესაბამის ცვლილებებს “ოჯახში ძალადობის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს.
„ეს არის ჩვენ მიერ წარდგენილი კანონპროექტი. შემაკავებელი ორდერის პირობების დარღვევა აღარ იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ეს იქნება პირველივე ჯერზე სისხლის სამართლის დანაშაული. გავამკაცრეთ მიდგომები და სასჯელი ოჯახში ძალადობის ჩადენაზე და შემოვიღეთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შედარებით მკაცრი განმეორებით ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის. ეს არის კანონპროექტის ძირითადი არსი,“ – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები