ადა მარშანია: არ არის გამორიცხული, ჩვენს ფრაქციაში გადმოსვლა გედევან ფოფხაძეს შევთავაზოთ

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ადა მარშანია არ გამორიცხავს, რომ მათ ფრაქციაში გაწევრიანება გედევან ფოფხაძეს კვლავ შესთავაზონ.
როგორც მარშანიამ ჟურნალისტებთან განმარტა, ფრაქციაში გადასვლაზე, ჯერჯერობით, რომელიმე დეპუტატთან საუბარი არ ყოფილა, თუმცა შესაძლოა, მათ რიგებში გადასვლა გედევან ფოფხაძეს კვლავ შესთავაზონ.
„ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს,“ – განაცხადა ადა მარშანიამ.
რაც შეეხება ნატო ჩხეიძის წასვლის მიზეზებს, მარშანიას თქმით, მან ამ გადაწყვეტილების კონკრეტული საფუძველი არ იცის.
„მე რა ინფორმაციაც მაქვს, თუ ის მიზეზია, მაშინ ჩემთვის არ არის სამართლიანი მიზეზი და მე მას არ ვეთანხმები, ამიტომ მინდა შეხვედრა მასთან. ჯერ ვერ გავაჟღერებ, რა მიზეზითაც მან დატოვა ფრაქცია.
„იბერიის“ თემაზე ჩვენ ყოველთვის ვიყავით მზად მხარდაჭერისთვის, უბრალოდ, ჩვენც ხომ უნდა გვქონოდა სერიოზული საფუძველი ამისა, ბევრ დეტალს არ ვიცნობდით ამ საქმისას, არადა უნდა გვცოდნოდა”, – განაცხადა ადა მარშანიამ.
შეგახსენებთ, რომ ფრაქცია “საქართველოს პატრიოტებს” დეპუტატი ნატო ჩხეიძე ტოვებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები