დავით ზალკალიანი: ვაშინგტონში გამართული შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებაა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, უცხოური კერძო საინვესტიციო კორპორაციის (OPIC) პრეზიდენტთან, რეი უოშბერნთან შეხვედრაზე მნიშვნელოვნად შეფასდა საქართველოს ეკონომიკურ-საინვესტიციო გარემო. მისი თქმით, დაისახა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

მინისტრის განცხადებით, OPIC დაინტერესებულია საქართველოში ინფრასტრუქტურული, ლოჯისტიკისა და ტურიზმის სფეროში ინვესტიციების განხორციელებით.
„მათი შეფასება ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების და იმ კურსისა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, თანხვედრაშია აშშ-ის ინტერესებთან და მათ ხედვასთან, თუ როგორ უნდა გახდეს საქართველო ეკონომიკური განვითარების მაგალითი რეგიონში”, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები