ბრაიან უიტმორი: აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ – თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბრაიან უიტმორმა American Enterprise Institute-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან საქართველო საკუთარ თავს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონების მოსახლეობისთვის უფრო მიმზიდველს ხდის.
“ამით კონფლიქტი გადაჭრისკენ მიდის და პრინციპში აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება – რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში. ვფიქრობ, ამ კითხვაზე პასუხი ნათელია”, – განაცხადა ბრაიან უიტმორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები