ჯონათან კატცი: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დროული და მნიშვნელოვანია

ძალიან კარგია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვია, რადგან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობების სამომავლო გაძლიერება და განვითარება, – ამის შესახებ აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის უფროსმა მკვლევარმა ჯონათან კატცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი შეფასებით, მჭიდრო და ძლიერი კავშირები ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.
“უდავოა, რომ ძლიერი, დიპლომატიური, ურთიერთობები, ისევე როგორც თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროებში ორივე ქვეყნის ინტერესებშია და სასარგებლოა. ამდენად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დროული და მნიშვნელოვანია. ბუნებრივი, ვმუშაობთ იმაზე თუ კიდევ რით განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული პოზიტიური ურთიერთობა”, – განაცხადა ჯონათან კატცმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ექსპერტებს ვაშინგტონში, American Enterprise Institute-ში შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები