სოფელ მთისძირში საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა

გარდაბნის რაიონის სოფელ მთისძირში, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულიდან მცირეწლოვანი გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი სამი წლისაა, მას თავის ტრავმა აქვს მიღებული. დაშავებული რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები