ტყიბულში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა – არიან დაშავებულებიც

ტყიბულში, ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

სოფელ ცუცხვათში მიმავალმა მიკროავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რკინის ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა, რის შედეგადაც ერთი მგზავრი ადგილზევე დაიღუპა, 9 კი დაშავდა.
დაშავებულები ტყიბულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
პირველადი ინფორმაციით, მძღოლი ნასვამი იყო.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები