ვახტანგ ჭარაია: Goldman sachs-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკი მსოფლიოში

თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, Goldman sachs ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინვესტიციო ბანკია მსოფლიოში, რომლის აქტივები 900 მილიარდ დოლარს აღემატება.
“ეს კომპანია არის არამხოლოდ საინვესტიციო ბანკი, არამედ სხვადასხვა ტიპის მომსახურებებსაც ეწევა თავისი კლიენტებისთვის, და მისი გაკეთებული განცხადებები ძალიან ყურადსაღებია ინვესტორებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მას უკვე, დაახლოებით 150 წლიანი ისტორია აქვს. ბაზირებულია ამერიკაში, ათეულობით ათასი დასაქმებული ადამიანი ჰყავს, ანუ, ზოგადად ბაზრის გლობალური მოთამაშეა და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მსოფლიო საინვესტიციო ბანკია.
Goldman sachs-ს ასევე არის ინვესტორი კანადურ კომპანიაში, რომელიც პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიხუანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მომყვანია. გარდა ამისა, ხშირად ამ კომპანიის წარმომადგენლები ხშირად აკეთებენ განცხადებებს, რომ ეს ბაზარი არის მზარდი და რომ ინვესტორებმა იყიდონ მსგავსი ტიპის კომპანიების აქციები. ანუ მათი მოწოდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბაზრის მოთამაშეებისთვის, არის ძალიან ყურადსაღები და ძალიან პოზიტიური სიგნალი და მინიშნება იმისკენ, რომ მათ ეს ნაბიჯი უნდა გადადგან. სხვათაშორის, იმ კომპანიების აქციების ფასი, ვისაც Goldman sachs -მა გაუწია რეკომენდაცია და ღიად დაუჭირა მხარი, მათ შორის აღნიშნული კანადურ კომპანიის, საგრძნობლად გაზრდილია”,-აცხადებს ვახტანგ ჭარაია და აქვე დასძენს, რომ მარიხუანას ლეგალური დამზადების და გასაღების ბაზრები მზარდია:
“თვითონ მარიხუანას ბაზარი, სხვადასხვა ქვეყნებში ყოველწლიურად ათობით პროცენტით იზრდება მოხმარება სამედიცინო კუთხით. ანუ, მარიხუანას ლეგალური დამზადების და გასაღების ბაზრები მზარდია და სულ უფრო და უფრო მეტი ქვეყანა ინტერესდება იმით, რომ ერთი მხრივ, თვითონ მოიყვანოს პროდუქცია და მეორე მხრივ, იმით რომ იყიდოს ეს პროდუქცია. არიან ქვეყნები, რომლებმაც აკრძალეს კიდევაც ექსპორტი იმ თვალსაზრისით, რომ თვითონ ჭირდებათ, მაგალითად, ისრაელმა, აკრძალა მარიხუანას ლეგალური ექსპორტი, რადგანაც, მოხმარება მათთან ძალიან მაღალია და თვითონვე გახდა ექსპორტიორიდან იმპორტიორი ქვეყანა.
Goldman sachs თავის კლიენტ კომპანიებს უწევს ფინანსურ მომსახურებას, როგორც საკონსულტაციო ფირმა და ასევე თვითონ არის ინვესტორი კომპანია, ანუ ყიდულობს იმ კომპანიების აქციებს, რომლებიც მარიხუანას ლეგალური წარმოების ბიზნესში არიან ჩართული.
ის რომ Goldman sachs დაკავშირებულია მარიხუანას მწარმოებელ და ექსპორტიორ კომპანიებთან, მის საქმიანობას არანაირ ჩრდილს არ აყენებს, რადგან ეს არის სრულად ლეგალური ნაწილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პასუხისგებაშიც კი მიეცათ კომპანიის მენეჯმენტი, მაგრამ რადგან ეს ბიზნესი არის ლეგალური და დაშვებული მსოფლიოს საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის დასავლეთის ქვეყნებშიც, მის საქმიანობას და რეპუტაციას არანაირ ჩრდილს არ აყენებს. ეს არ არის უკანონო იარაღის ვაჭრობა ამ ნარკოტიკით ვაჭრობა, ეს არის ლეგალურ და მომგებიან ბიზნესში ინვესტიციის განხორციელება. ფაქტია, რომ ამხელა ორგანიზაციას, ლამის ტრილიონიანი აქტივით და 150 წლიანი ისტორიით იმის გამო, რომ მარიხუანას ლეგალური წარ4მოების და ექსპორტის ბიზნესშია ჩართული, არ აქვს არანაირი ნეგატიური შეფასება პრესაში.
Goldman sachs-ზე ვინმემ გავლენა მოახდინოს, ვინც არ უნდა იყოს დედამიწის ზურგზე, მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა, ძალიან რთული იქნება, იმიტომ რომ ამ ორგანიზაციას მრავალწლიანი გამოცდილება და უზარმაზარი აქტივი აქვს, რომელიც საქათველოს ბიუჯეტს მრავალჯერ აღემატება. ბიძინა ივანიშვილის აქციები უმნიშვნელოა კომპანიის აქტივებთან შედარებით და მეეჭვება მას კომპანიის გადაწყვეტილებებზე ზეგავლენის მოხდენა შეეძლოს. თუმცა, ჯანსაღი ბიზნეს-პროექტების მიწოდების შემთხევაში, რა თქმა უნდა შეიძლება ნაცნობობამ, მეგობრობამ თავისი პოზიტიური როლი ითამაშოს, რადგან კავშირები დღევანდელ მსოფლიოში ბევრს ნიშნავს, მაგრამ არ იმ კუთხით რომ კომპანიისთვის ზიანის მომტანი იყოს. აქციონერის რომ იყოს, რეალური გავლენის მოხდება, შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ეხება 50%იან წილი +1 ქცია, ხოლო ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ერთ პროცენტზეც არ იყო ლაპარაკი, რამდენადაც ვიცი. თუ ბიძინა ივანიშვილს იმის რესურსი გააჩნია, რომ გავლენა მოახდინოს ამ უდიდეს კომპანიაზე, მაშინ, პირიქით, უნდა გვიხაროდეს”,-აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები