მარიამ ჯაში კანაფის კულტივაციაზე: ვიდრე დეტალურად არ იქნება ცნობილი ყველა არგუმენტი ამ საკითხზე, ეს ინიციატივა ნაჩქარევია

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში კანაფის კულტივაციის საკითხში, ამ ეტაპზე, გარკვეულ რისკებს ხედავს. როგორც მან აღნიშნა, ვიდრე დეტალურად არ იქნება ცნობილი, ყველა არგუმენტი ამ საკითხზე, ეს ინიციატივა ნაჩქარევია.
“ვიდრე ჩემთვის დეტალურად არ იქნება ცნობილი ყველა არგუმენტი, ეს ინიციატივა არის ნაჩქარევი, შეიცავს რისკებს არა მხოლოდ ჩრდილოვან ეკონომიკაში, არამედ რეგულირების პირობებშიც. გარკვეული ნარკოტიკული საშუალებების და ნედლეულის მოხვედრის თვალსაზრისით, ეს არის შიდა რისკი, ასევე გარე რისკი. თქვენი შეკითხვა ოკუპაციის რეჟიმში არსებულ რისკებთან დაკავშირებით, არის საკმაოდ ლოგიკური და გარე რისკებს შორის ვგულისხმობ იმ ქვეყნებს, რომელთაც აქვთ დაშვებული კანონმდებლობით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, მათ განსაკუთრებით დაცული საკანონმდებლო ბაზა სჭირდებათ და ოკუპაციის რეჟიმში აღსრულების მექანიზმებთან დაკვირვებით რისკები რჩება“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს ორგანიზებით დაგეგმილ კონფერენციას საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებიან. ისინი საქართველოში კანაფის მოყვანის რისკებსა და დეკრიმინალიზაციის საფრთხეებზე მსჯელობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები