როდის დასრულდება თბილისში გზების მოწესრიგება – კახა კალაძის კომენტარი

ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, გზების შეკეთების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის დასრულდება.
„სტატისტიკა აშკარაა, რომ დღეს ორჯერ მეტი კეთდება ვიდრე გასულ წელში. მომავალ წელს კი უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ქალაქს დაეტყოს ხელი. პრობლემები ძალიან ბევრია და პრობლემებია სხვადასხვა მიმართულებებით საკანალიზაციო, სანიაღვრე პრობლემები, წყლის პრობლემები. შესაბამისად, ჩვენ სადაც შევდივართ და ვაწარმოებთ ამ სამუშაოებს, ძირეულად ვცვლით ყველაფერს. ვაწესრიგებთ კანალიზაციას, წყლის პრობლემას ვაგვარებთ ადგილობრივ მოსახლეობაში და შემდეგ უკვე ხდება მოასფალტება. კონკრეტულად ამ სამუშაოების პირველი ნაწილი 15 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. რამდენიმე დღეში, ღამის საათებში მეორე ფენის დაგებას დავიწყებთ. შემდეგი ეტაპი ბორდიურების შეკეთებაა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები