თურქეთში, ზღვაში საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

მაშველებმა, თურქეთში, ზღვაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი დღეს დილით იპოვეს. ინფორმაცია „კვირას“ ტრაპზონში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ავთანდილ მიქაცაძემ დაუდასტურა.
„თურქეთის დაბა ქემალფაშას მიდამოებში, საქართველოს მოქალაქის, არჩილ ყურშუბაძის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დღეს, დილის 07:00 საათიდან განახლდა. სამძებრო ჯგუფში ჩართული იყო 12 მყვინთავი და 2 კატარღა. 08:15 საათზე საქართველოს მოქალაქის ცხედარი თურქმა მყვინთავებმა იპოვეს. ადგილზე იმყოფებიან არჩილ ყურშუბაძის ოჯახის წევრები და ახლობლები, აგრეთვე გენერალური საკონსულოს ჯგუფი და კანონით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, საქართველოს მოქალაქე გადასვენებული იქნება სამშობლოში“, – განუცხადა „კვირას“ ავთანდილ მიქაცაძემ.
თურქეთში, საქართველოს საკონსულოს ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც ტრაილერს მართავდა გუშინ, დღის პირველ ნახევარში ზღვაში შევიდა და ამის შემდეგ ის აღარავის უნახავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები