მაშველებმა მტკვრიდან 65 წლამდე ქალის ცხედარი ამოიყვანეს

მაშველებმა მტკვრიდან 65 წლამდე ქალის ცხედარი ამოიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გამთენიისას, ქალი მტკვარში გადახტა. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, სწრაფი რეაგირების მიუხედავად, მაშველების მისვლისას, ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო.
შემთხვევა ე.წ. ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამ დროისთვის, ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. აღნიშნულ ფაქტზე, გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები